აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ვაშლოვანის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
"ვაშლოვანის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა.
სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს"- წერს თორნიკე რიჟვაძე.