ტუბერკულოზის  მსოფლიო  დღე 

24 მარტი 2017, 00:00 3582 ნახვა

''გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად'' - 24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში ბოლო წლებში აღინიშნება დაავადების  გავრცელების მაჩვენებლების კლების ტენდენცია. 2016 წელს, საქართველოში, ყველა ფორმის ტუბერკულოზის 3 ათას 315 შემთხვევა დარეგისტრირდა, მათ შორის 2 ათას 454 ახალი შემთხვევაა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სამუშაო შეხვედრა პთიზიატრებისა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა. დღეს, 19 საათსა 30 წუთზე  ტუბერკულოზის მსოფლიო დღის აღსანიშნავად დაგეგმილია ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ატრიბუტიკის დარიგება,  ბათუმის მერიის მხარდაჭაერით წითლად განათდება კონსტრუქცია ,,ლონდონის სკვერში“.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი