საერთაშორისო გამოხმაურებები

17 აპრილი 2024, 10:01 426 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი  ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართავს და თხოვს  საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილონ, იმის მიუხედავად, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის - ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

მიმდინარე მოვლენებს შარლ მიშელი ტვიტერზე გუშინვე გამოეხმაურა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.“-წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

მიშელი განმარტავს, რომ ქართველმა ხალხმა ევროპული გზა აირჩია და საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.  კანონპროექტის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი. მეთიუ მილერი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მეორედ გამოეხმაურა და თქვა, რომ წინასწარ არ აანონსებს  შესაძლო სანქციებს ან ზომებს, რომლებიც შეიძლება ამერიკამ შემოიღოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი