ჯონი თოფურია პარაკარატეში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

14 აპრილი 2024, 09:50 760 ნახვა

ბულგარეთის ქალაქ ალბენაში ჩატარდა მე-14 მსოფლიო ჩემპიონატი შოტოკან კარატეში, სადაც წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა. უმცროსი ასაკის სპორტსმენებს შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა ანიტა სარიჯა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ცოტნე შერიფაძემ.

ვეტერანთა შორის იასპარეზა ლევან თედორაძემ, რომელმაც ასევე ბრინჯაოს მედალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ქართველმა პარაკარატისტმა ჯონი თოფურიამ, რომელიც დისციპლინა კატაში გამოდიოდა, ამჯერადაც ყველას აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მეხუთედ მოიგო. შეგახსენებთ, რომ თოფურია ევროპის ჩემპიონატის ოთგზის გამარჯვებულიცაა.

მსოფლიო ჩემპიონატზე 25 ქვეყნის ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

აქვე გეტყვით, რომ ვიდეო და ფოტო მასალა აჭარის კარატეს ფედერაციამ მოგვაწოდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი