ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს

14 აპრილი 2024, 10:24 392 ნახვა

ისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო, დღეს, საგანგებო სხდომას გამართავს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, სხდომა ადგილობრივი დროით 16:00 საათზე გაიმართება.

საგანგებო სხდომის ჩატარების მოთხონით, საბჭოს პრეზიდენტს წერილი, გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაუგზავნა. ისრაელის დიპლომატიური წარმომადგენლობა ითხოვს, რომ "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადონ.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ, გვიან ღამით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი