საზაფხულო სეზონის დაწყებამდე დაახლოებით ორი თვე რჩება. სწორედ ამიტომ “მთავარი” დაინტერესდა რა ხდება იმ ადგილებში, რის გამოც რეგიონის მთავრობა ტურისტებს ბათუმში ეპატიჟება – ეს სანაპირო ზოლია. დანაგვიანებული ქობულეთის პლაჟი და ბათუმის ახალი ბულვარი – სადაც ნაპირსამაგრი სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.