ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის 100-100 ლარით დღეს კიდევ ორი პირი დააჯარიმეს. არასრულწლოვნის მიმართ კი საქმის წარმოება შეწყდა. დაჯარიმებულებმა წარდგენილი ბრალდება აღიარეს. მათ ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ ბრალი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სულ 80 ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის საქმეზე იმსჯელა, აქედან ნაწილი უვადოთ, მტკიცებულებათა წარდგენის მოტივით გადაიდო, 38 მოქალაქეს 100-დან 250 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა, 8 პირს შენიშვნა მისცეს, 7 - 5 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა, 9-ზე კი საქმის წარმოება შეწყდა.