პროკურატურის განცხადება

11 აპრილი 2024, 11:08 406 ნახვა

პროკურატურა რვა ადამიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. მათ შორისაა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანაშემწე ლაშა ცანავა.  

საგამოძიებო უწყების  ინფორმაციით  დადგინდა, რომ 15 წლის წინ  თბილისის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სადაც დაახლოებით 150  მოქალაქე  იყო, წინასწარ მობილიზებულმა შსს-ს თანამშრომლებმა, მათ შორის ლაშა ცანავამ, აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს, რეზინის ხელკეტების და სხვა საშუალებების გამოყენებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და გაქცევის შესაძლებლობა არ მისცეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და მხილების მიზნით. აქციის მონაწილეების სარჩელების განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში 2010 წლიდან მიმდინარეობდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი