ბათუმელი კარატისტები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

11 აპრილი 2024, 10:45 777 ნახვა

აჭარის კარატეს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა გორში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. თუმცა ბათუმელ მებრძოლებს მთავარი ტურნირი წინ ელით. ისინი უკვე გაემგზავრნენ ბულგარეთში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

შეჯიბრება უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება, აჭარას კი ამჯერად მხოლოდ შვიდი სპორტსმენი წარადგენს. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს პარაკარატისტი ჯონი თოფურია, რომელიც დისციპლინა კატაში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია, მან ასევე ოთხჯერ მოიგო ოქროს მედალი კონტინენტის პირველობაზეც. თოფურია მაისში ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატზეც იასპარეზებს.

ქართველი სპორტსმენი მსოფლიოზეც და ევროპის ჩემპიონატზეც მეხუთედ შეეცდება ოქროს მედლების მოპოვებას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი