გასულ ღამით რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 40 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 37-ის ჩამოგდება შეძლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, რუსული ძალები თავს დაესხნენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის რეგიონებში.
გენშტაბის ცნობით, კიევში საჰაერო განგაში ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი. თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი.
მანამდე, კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები თავს დაესხნენ კიევის ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რუსებმა ასევე ქალაქ ხარკოვისა და ხარკოვის ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 10 თავდასხმა განახორციელეს.