„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს კვლავ ბოლომდე ენდო და ქართველმა ფორვარდმაც გაუმართლა.
ტეხასელებმა „ფილადელფიასთან“ შინ, თავიდან ბოლომდე თანაბარ მატჩში ოვერტაიმი ითამაშეს. დამატებით დროში გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს – 133:126. ფილადელფიელთა გამარჯვება ტაირის მაქსიმ განაპირობა, რომელმაც 52 ქულა ჩააგდო.
სანდრო მამუკელაშვილის მონაგარი ასეთი იყო: 24 წუთი, 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. „სან ანტონიო“ მომდევნო მატჩს მემფისში 10 აპრილს გამართავს.