ქართველი მორაგბე საფრანგეთში ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს 

09 აპრილი 2024, 08:15 319 ნახვა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის 25-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი იოანე იაშაღაშვილი დაასახელეს. „ვალენს რომანსმა“, სადაც იაშაღაშვილი თამაშობს, „მონ დე მარსანი“ 38:17 დაამარცხა, რაშიც გადამწყვეტი წვლილი 23 წლის ქართველმა მესამეხაზელმა შეიტანა.

იაშაღაშვილმა ამ მატჩში ორი ლელოს დადება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ „პრო დუ 2-ის“ (PRO D2) მიმდინარე სეზონში ქართველმა მორაგბემ 22 შეხვედრა ჩაატარა და შვიდი გაიტანა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი