“ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე“ - 35 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს ბათუმში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. გუშინ გვიან ღამით, პარტიის წარმომადგენლები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
კიდევ ერთხელ გაიხსენეს 35 წლის წინანდელი პროცესები, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები დედაქალაქში და როგორ მოჰყვა თავისუფლებისთვის ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. განაცხადეს, რომ ოკუპაცია ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება.