შავი ზღვა გვაერთიანებს - ქართულ უკრაინული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა ბათუმის ტექნოპარკში. ქართველმა მოსწავლეებმა და ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა შავი ზღვის ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
ვიდეორგოლში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვა საქართველოსა და უკრაინის საერთო საზრუნავია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა შავი ზღვის ეკოლოგიური გარემო ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.