ევროოპტიმისტები სადეპუტატო კითხვით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს მიმართავენ. მიმართვის საფუძველი კი გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი მოსამართლის სარჩელის საფუძველზე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი შეაჩერა.
დეპუტატები რაჟდენ კუპრაშვილისგან მოსამართლეთა სარჩელის გასაჯაროებას და საქმის გარშემო წერილობით ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.