თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა

07 აპრილი 2024, 15:23 293 ნახვა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

მათივე ცნობით, გარდაცვლილი კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულია.

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება, დაახლოებით, 12 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირი კლინიკაში რჩება.

ამ დროისთვის, კვლავ, უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება.

შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში