უკრაინა მზადაა, ამერიკული დახმარება კრედიტით მიიღოს. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აშშ-ის სამხედრო დახმარებას "კრიტიკულად მნიშვნელოვანი" უწოდა და თქვა, რომ უკრაინა "სიტუაციის მძევალია".
”სამწუხაროდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი შეერთებულ შტატებში საშინაო პოლიტიკურ საკითხად იქცა, თუმცა, ეს არის მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, შეერთებულმა შტატებმა რომ კიევს შესთავაზოს სამხედრო დახმარება „დღესვე კრედიტით“ ან „უფასოდ ერთი წლის შემდეგ“, ის პირველ ვარიანტს აირჩევს.
„უკრაინას რომ შესთავაზონ ყველაფრის კრედიტით მიცემა დღესვე ან უფასოდ ერთ წელიწადში, ვიტყოდით: „მხოლოდ, დღესვე“. ჩვენ ერთი არჩევანი გვაქვს - გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ. ვცდილობთ ამის გაკეთებას, სხვადასხვა, გზით. მნიშვნელოვანია - რაც უფრო სწრაფად, მით უკეთესი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.