ევროკავშირმა საქართველოში გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები აღიარა

05 აპრილი 2024, 14:15 600 ნახვა

ქართველი მეწარმეებისთვის ზღვაში დაჭერილი ზღვის თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი შესაძლებელი ხდება.  გამოქვეყნდა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ თევზჭერის სერტიფიკატების აღიარება საქართველოს მეთევზეობის დარგს დაეხმარება ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოვებაში, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში, საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და ქვეყანაში მაღალი სტანდარტის თევზჭერის მეთოდების დანერგვაში.   

სპეციალისტები ასევე  ამბობენ, რომ მეთევზეობის დარგში დიდი პოტენციალი არსებობს აკვაკულტურის მიმართულებითაც.  

ახლა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად  კი მათივე თქმით,  ქვეყანაში პროდუქციის ხარისხის განმსაზღვრელი ლაბორატორიის არარსებობა რჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი