ჭიდაობაში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი იწყება

05 აპრილი 2024, 09:44 441 ნახვა

დღეს ბაქოში პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი იწყება, რომელშიც საგზურისთვის ბრძოლაში მხოლოდ ევროპელი მოჭიდავეები ჩაებმებიან.

ლიცენზიები თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში, ექვს-ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გათამაშდება.

ამ დროისთვის ქართველ ფალავნებს მხოლოდ ორი ლიცენზია აქვთ მოპოვებული - თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილს და გენო პეტრიაშვილს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი