ძლიერი ქარის გამო, ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის რეისი ვერ შესრულდა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაჯდა.
ავიაკომპანია თურქიშ-ეარლაინსის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლი-ბათუმის რეისს ასრულებდა ტრაპიზონში დაფრინდება.
ბათუმის აეროპორტიდან კი დაგეგმილი რეისი თელ-ავივის მიმართულებით შეუფერხებლად უკვე შესრულდა.