„სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა

04 აპრილი 2024, 13:08 420 ნახვა

პროკურატურამ „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის  - სს „სილქნეტის“ კუთვნილ ვებ-პლატფორმაზე უნებართვო შეღწევის გზით, კომპანიის მომხმარებელთა მიერ სიმბარათის შეძენის, ცვლილების ან პორტირებისას საკუთარი პიროვნების ვერიფიცირების მიზნით გამოყენებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონულ ასლებზე უკანონო წვდომა განახორციელა, რის შემდეგაც არალეგალური გზით მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას ცდილობდა.

დაკავებულს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი