შერმადინის „ტერეფიფემ“ მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო

04 აპრილი 2024, 08:03 459 ნახვა

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალური სერიები დაიწყო, რომელიც ორი მატჩისგან შედგება. სერია გამარჯვებით დაიწყო გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“, რომელმაც სერიის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე გამართა და თურქული „თოფაში“ 83:78 დაამარცხა.

ეს ნიშნავს, რომ თუ ტენერიფელებმა საპასუხო მატჩი თურქეთში 7 ქულით არ წააგეს, ოთხთა ფინალში გავლენ. შერმადინმა 23 წუთი გაატარა და თამაში 18 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. სერიის საპასუხო მატჩი 10 აპრილს, ქალაქ ბურსაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი