ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გრძელდება შეხვედრები აჭარის წარმატებულ სპორტსმენებთან.
ამჯერად სტუდენტები ტაეკვონდოში საქართველოს ნაკრების ლიდერს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს და ევროპის ვიცე-ჩემპიონს ზურაბ კინწურაშვილს შეხვდნენ.
როგორც ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე ლიკა დიასამიძე ამბობს, მსგავსი შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.
წარმატებულ სპორტსმენებისა და სტუდენტების შეხვედრები მომავალ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის, ასევე სპორტის სახეობების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
ქართველ ტაეკვონდისტს წინ ევროპის ჩემპიონატი ელოდება.