დავით ალიშანიძის ისტორია

02 აპრილი 2024, 20:05 482 ნახვა

2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა - „როგორ გააგრძელებს ჩემი შვილი ცხოვრებას, როცა მე მის გვერდით აღარ ვიქნები“. ეს ყველა, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობლის განცდა და კითხვაა.

ჩვენი სიუჟეტის გმირი, აუტისტური სპექტრის მქონე 30 წლის დავით ალიშანიძე 5 თვეზე მეტია ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში უკვე დასაქმდა. ეუფლება ახალ პროფესიას და სწავლობს გუნდურ მუშაობს. დათომ უკვე იცის როგორ გააგრძელოს ცხოვრება. ამბობს, რომ ბევრი ისწავლა, ბევრი იმუშავა საკუთარ უნარებზე. უნდოდა ისეთ გარემოში ემუშავა, სადაც უპირობოდ მიიღებდნენ. 

დათო კბილის ტექნიკოსის ასისტენტია. დათოს დამსაქმებელი ამბობს, რომ დათოს და სხვა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს ბევრი განსაკუთრებული უნარი აქვთ, რომელიც უბრალოდ უნდა დაინახო. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში