2 ოჯახი სოციალურ დახმარების აღდგენას ითხოვს

22 მარტი 2017, 00:00 3069 ნახვა

ბათუმში რუსთაველის 21 ნომერში იტალიურ ეზოში  მცხოვრები  ელენე ჩერნოვა აცხადებს, რომ 5 წელია სოციალური დახმარება მოუხსნეს. ამბობს, რომ  არაერთი თხოვნის შემდეგ 40 ლარი დაუნიშნეს. 6 წევრიან ოჯახში 4 არასრულწლოვანია. სოციალური დახმარების უკანონოდ მოხსნაზე საუბრობს ამავე მისამართზე  მცხოვრები კიდევ ერთი მოქალაქე. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტეს, რომ ოჯახების სოციალური მდგომარეობა სპეციალური პროგრამით ფასდება. მათივე  განაცხადებით,  ოჯახებს მათი მდგომარეობის ხელახლა შესასწავლად, შეუძლიათ  სააგენტოს ერთი წლის შემდეგ მიმართონ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი