გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრები, რომელშიც ქართველი ლეგიონერებიდან თავის გამოჩენა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა მოახერხა. „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „ბორდოს“ შეხვდა და 27:10 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში დავით ნინიაშვილი და ბექა საღინაძე იყვნენ და ორივემ ბოლომდე ითამაშა. დავით ნინიაშვილმა მე-80 წუთზე ლელო გაიტანა. საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ეს ნინიაშვილის მეშვიდე ლელოა.
„ლიონმა“ 20 ტურის შემდეგ 42 ქულა დააგროვა და პლეი ოფში მოსახვედრად განაგრძობს ბრძოლას.