გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში ისევ საუკეთესოა 

01 აპრილი 2024, 08:44 305 ნახვა

„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესაში მარტის ემვეპე გახდა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გასულ თვეში ლიგა ენდესას ეგიდით ხუთი მატჩი ჩაატარა, საიდანაც მისმა გუნდმა ოთხი მოიგო, ხოლო მისი ეფექტიანობის საშუალო კოეფიციენტი 22.4 გამოვიდა.

ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო და თვის ემვეპეც გახდა. გიორგი შერმადინი უკვე მეცამეტედ გახდა ლიგა ენდესაში თვის საუკეთესო კალათბურთელი, რითაც დიდი ხანია რეკორდსმენია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი