საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები

31 მარტი 2024, 18:01 762 ნახვა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ. საგრანტო  პროგრამა სახელწოდებით  “25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ წელს მესამედ ხორციელდება. მასში 50-ზე მეტი აპლიკანტი მონაწილეობდა.

ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ 6 საუკეთესო სტარტაპი გამოავლინა, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ. პროექტში ჩართულმა  მონაწილეებმა ფინალურ ეტაპამდე  გაიარეს ტრენინგი, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, სტრატეგიის შემუშავებასა და იდეების კომერციალიზაციის საკითხებს.

რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების მხარდაჭერა და განვითარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში