კათოლიკური, სომეხთა და ლუთერული ეკლესიები აღდგომას ზეიმობენ
დღესასწაულთან დაკავშირებით, კათოლიკურ ტაძარებში, სააღდგომო ღვთისმსახურება ტარდება.
კათოლიკეებისთვის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, წინ, 40-დღიანი მარხვა უძღოდა.
ამ დღისთვის, კათოლიკე ეკლესია განსაკუთრებულად ემზადება. დიდ შაბათს არის სიჩუმის დღე. მორწმუნეებს სჯერათ, რომ სწორედ შაბათის ღამეს ქრისტე მკვდრეთით აღდგა.