ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან

30 მარტი 2024, 15:33 497 ნახვა

31 მარტს, ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდებიან. ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ხვალ, მნიშვნელოვანი დღე იქნება: ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ოჯახს შეუერთდებიან. მივესალმები შიდა საჰაერო და საზღვაო სასაზღვრო შემოწმებების გაუქმებას. ეს ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა და ისტორიული მომენტია შენგენის ზონისთვის, რომელიც მსოფლიოში, თავისუფალი გადაადგილების ყველაზე დიდ ზონას წარმოადგენს. ერთად ჩვენ ვაშენებთ უფრო ძლიერ და ერთიან ევროპას ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

Euronews-ის ცნობით, ავსტრიის მოთხოვნით, ძალაში რჩება სასაზღვრო შემოწმება სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი