მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი კონცერტისთვის ემზადება

30 მარტი 2024, 14:18 811 ნახვა

კარლ მარია ფონ  ვებერის – უვერტიურა ოპერიდან „ობერონი“,  ბეთჰოვენის – უვერტიურა „ეგმონტი“ და მეხუთე სიმფონია. ეს საკონცრტო პროგრამა კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 31 მარტს  ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზი ელოდება.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი გაზაფხულის სეზონს სწორედ ამ კონცერტით გახსნის. სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო  დავით მუქერია  უდირიჟორებს.

ორკესტრი უკვე აქტიურად ემზადება კონცერტისთვის. რეპეტიციები სრული დატვირთვით მიმდინარებს, ხვალ კი კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე ბოლო გენერალურ რეპეტიციას სამუსიკო სკოლის დიდ სცენაზე გამართავენ.

სიმფონიური მუსიკის საღამო ხვალ 18 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი