რა გახდა 31 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ამას სამედიცინო რეგულირების სააგენტო გამოიკვლევს, რა ზომებს მიიღებენ მომხდართან დაკავშირებით ეს კვლევის შედეგებით უნდა განისაზღვროს, საქმეს იძიებს შსს-ც, საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით არის აღძრული.
ქალს საკეისრო კვეთა კლინიკა ბმს-ში ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში კი კლინიკა „ბაუში“ გადაიყვანეს, სადაც მედიკოსების ინფორმაციით მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ბაუს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ბმს-ის კლინიკამ პაციენტის მათთან გადაყვანის თხოვნით თავად მიმართა, მიზეზად კი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ადგილის არქონა დაუსახელეს.
რაც შეეხება ბმს-ს, სადაც დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.