ევროლიგის 32-ე ტურის მატჩი დასამახსოვრებელი გამოდგა ვირტუს ბოლონიას ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიასთვის, რომელმაც ტურნირზე 3 000 ქულიან ზღვარს გადააბიჯა.
იტალიური კლუბი ათენის პანათა-ინაიკოსს მასპინძლობდა და ბოლო წამზე გაშვებული ორქულიანის გამო 79:81 დამარცხდა. შენგელია მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.
მან 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ამ მატჩის შემდეგ, შენგელიას ევროლიგაში 3 011 ქულა მოუგროვდა.