სოფელ წინსვლაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ 

29 მარტი 2024, 17:26 539 ნახვა

სოფელ წინსვლაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობენ ადგილობრივები. მათი თქმით, მოუწესრიგებელია გზა, გარე განათება დასახლებაში არ არსებობს და ახალგაზრდებს არ გააჩნიათ სარეკრეაციო სივრცე, ადგილი სადაც შესაძლებელია მოეწყოს სპორტული მოედანი.

ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრი მიშა ბოლქვაძე იმყოფებოდა, ის ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს.

ბრალდებებს არ ეთანხმებიან ხელვაჩაურის მერიაში. აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტით სამუშაოები ყველა დასახელებული მიმართულებით განხორციელდება. ოპოზიციის ბრალდებას კი სიცრუეს უწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში