„როცა გადაუღებლად წვიმს“ - სპექტაკლის პრემიერას მაყურებელი დღეს 19 საათზე იხილავს. სპექტაკლი რეჟისორმა მალხაზ ასლამაზაშვილმა დადგა.
მძაფრ სიუჟეტიანი დრამა ოჯახური ძალადობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის თემებს შეეხება, სადაც აღწერილია ხანდაზმული დედის ახირებებს შეწირული ქალიშვილის ისტორია და მარტოდ დარჩენის მძიმე ხვედრი.
მსახიობებმა გენერალური რეპეტიცია უკვე გაიარეს და მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან.
სპექტაკლის ხილვა ბათუმის დრამატულ თეატრშია შესაძლებელი.