უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 60 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

28 მარტი 2024, 10:17 461 ნახვა

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაშავდა 16 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსეთმა საჰაერო იერიში საცხოვრებელ უბანზე მიიტანა. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის არიან სამი თვიდან ცხრა წლამდე ასაკის ბავშვები.

ამ დროისთვის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 60 სამხედრო შეტაკება მოხდა. 

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ფრონტის 6 მიმართულებას, თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა ნოვოპავლოვსკის მხარეს.

"ლიმანის მიმართულებით ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მტრის 5 შეტევა ლუგანსკის ოლქის ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ტერნის დასახლებების რაიონებში, სადაც მტერი ცდილობდა გაერღვია ჩვენი ჯარების თავდაცვა" - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 10 ზონას დაარტყეს, სადაც ოკუპანტების პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკა იყო თავმოყრილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი