საქართველოს ეროვნული ნაკრები კონტაქტურ კარატეში ყაზახეთში იმყოფება, სადაც იქაურ გუნდთან ერთად ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გადის. ჩვენი გუნდი ასტანაში ათკაციანი შემადგენლობითაა ჩასული. ბიჭები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც ივნისში ვალენსიაში გაიმართება, თუმცა მანამდე აპრილში საფრანგეთის ღია პირველობაზე იასპარეზებენ.
აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთში საქართველოს ნაკრების ღირსებას აჭარიდან ოთხი სპორტსმენი დაიცავს. ერთობლივ საწვრთნელ შეკრებაში სულ 60 სპორტმენი მონაწილეობს.
ვიდეომასალა აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციამ მოგვაწოდა.