საქართველო ევროპის ჩემპიონატზე

27 მარტი 2024, 15:04 576 ნახვა

ისტორიული დღე ისტორიული გამარჯვებით,  დღე რომელსაც ასე ძალიან თითქმის 30 წელი ველოდებოდით - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები,  ქართული ფეხბურთის  ისტორიაში პირველად  ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.  ეს  კი გუშინდელი  დღისა და ნაკრების ფეხბურთელების დამსახურებაა. 

რაც შეეხება ისტორიულ მატჩს და შედეგს. საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო   ეტაპის  ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრები დაამარცხა.  120-წუთიანი ბრძოლა უგოლოდ დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში  საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა.  ანგარიშის ბედი სწორედ  პენალტების სერიაში გადაწყდა - საქართველოს სასარგებლოდ - 4:2. გადამწყვეტი 11 მეტრიანი  ბერძნების კარში ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.   

შეიძლება ითქვას ეს შეხვედრა  იყო  დაძაბული,  ორმხრივი შეტევებით   კვარაცხელია ორჯერ წააქციეს, რამდენიმე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათიც მიიღო. 

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ18 ივნისს  ჩაატარებს.     

ევრო 2024-ის მეტოქეებიდან ყველაზე კარგად სწორედ თურქეთის ნაკრებს იცნობს, რომელსაც აქამდე 5-ჯერ შეხვდა. შემდეგ, რა თქმა უნდა, შევხვდებით ჩეხეთისა და კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრებებსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში