ვულოცავ საქართველოს ნაკრებს და მთელ ქვეყანას - საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

27 მარტი 2024, 01:14 687 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 
საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, მთლიანად ქვეყანას და განსაკუთრებით, ვილი სანიოლის, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. მატჩის შემდეგ აჟიოტაჟში ვერ მოვახერხე მისთვის პირადად მილოცვა და იმედი მაქვს, რომ შევძლებ ამის გაკეთებს.

ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რასაც ველოდით. ბევრი ბრძოლა და ყვითელი ბარათი იყო, პენალტებში კი, ყოველთვის იღბალი ერთი გუნდის მხარეს უნდა იყოს და ის დღეს საქართველოს ნაკრების მხარეს იყო“, - განაცხადა პოიეტმა.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში