თურქეთში პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავეს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილები 30 პროვინციაში ერთდროულად ჩატარებული რეიდის შედეგად დააკავა.
მინისტრის თქმით კი, დაკავებულები აქტიურად იყვნენ ჩართული ისლამური სახელმწიფოს საქმიანობაში, მონაწილეობდნენ შეიარაღებულ კონფლიქტებში და ფინანსურადაც ეხმარებოდნენ მას.