საბერძნეთთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალური მატჩისთვის ვილი სანიოლმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადს მიღმა ანზორ მექვაბიშვილი, საბა საზონოვი და ვლადიმერ მამუჩაშვილი დატოვა.
ჩვენი გუნდის საბოლოო შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: საბა კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელ-ი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი)
თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელ-ი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)
მატჩი „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.