სახალისო   დამცველის   განცხადება 

21 მარტი 2017, 00:00 3535 ნახვა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს სახალხო დამცველის აპარატი. „საქართველოში დღის წესრიგში დგას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახების გაძლიერების აუცილებლობა, რადგან ისინი ხშირად მიტოვების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამასთან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებსა თუ სხვა სერვისში მყოფი პირები ჯერ კიდევ ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობების გამოყენებას და მათ ეფექტურ მონაწილეობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს სახელმწიფოს ამ დღესთან დაკავშირებით მისი როლისა და ფუნქციის მნიშვნელობას და მოუწოდებს, უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა.“- წერია განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში