ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრანდ სლემზე ოთხი ოქრო, ერთი ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი მოიგეს 

25 მარტი 2024, 10:04 377 ნახვა

გურამ თუშიშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანთა ფინალში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე ქართველი უშანგი კოკაური იპონით დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

თუშიშვილამდე ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილმა მოიგო. საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემზე ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და ლაშა ბექაური გახდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი