ქობულეთში ძმამ ძმა დაჭრა

24 მარტი 2024, 11:39 1346 ნახვა

ქობულეთში, ძმამ ძმა დაჭრა. დაშავებული ქობულეთის სამედიცინო ცენტრში, გუშინ, გვიან ღამით შეიყვანეს.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების დირექტორი ამბობს, 40 წლამდე კაცს, ჭრილობა, ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული. მისივე ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.

წყაროს ინფორმაციით, ძმებს შორის, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო. 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას  გულისხმობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში