საქართველოს პარლამენტი აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა

23 მარტი 2024, 21:22 544 ნახვა

საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ, მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“ შეუერთდა. ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის სასახლის გარე განათება 20:30 საათიდან ერთი საათით გამოირთო.

აქციის ფარგლებში, მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ერთი საათით ირთვება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის შენობების გარე ელექტროგანათება.

ღონისძიების მთავარი მიზანია, კლიმატის ცვლილების შესახებ, საზოგადოების ინფორმირება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლა.

საქართველო, 2009 წლიდან შეუერთდა მასშტაბურ აქციას და „დედამიწის საათს“ სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით აღნიშნავს.

აქციის ფარგლებში, 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, ირთვება თბილისის სატელევიზიო ანძის, მუნიციპალური შენობებისა და სხვადასხვა ტერიტორიების გარე განათებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი