ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს

23 მარტი 2024, 14:44 325 ნახვა

ბათუმში 1921 წლის მარტში ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.  

1921 წლის 23 მარტს, გენერალ მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით, მეომრები საქართველოს ერთიანობისთვის გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ. შედეგად 50 ქართველი მეომარი დაიღუპა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში