ზურაბ ფირცხალაიშვილის შემოქმედებითი საღამო

22 მარტი 2024, 20:44 1074 ნახვა

აჭარის მწერალთა სახლში, მწერალ ზურაბ ფირცხალაიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. მწერალმა საკუთარი შემოქმედებიდან გამორჩეული ლექსები თავად წაიკითხა. როგორც მან აღნიშნა მწერლისა და პოეტისთვის მკითხველთან შეხვედრა, ესაა ენერგიის წყარო, რითაც ახალ შემოქმედებით იდეებს იღებს. - ზურაბ ფირცხალაიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა „აჭარის“ რედაქტორად, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში კი უძღვებოდა საავტორო გადაცემებს „გადარჩენილი სიტყვა“ და „რჩეული ფრაგმენტები“, მას გადაღებული აქვს 80-ი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი. მწერლის პირველი პოეტური კრებულია „ქვიშის ქალაქი“, ზურაბ ფირცხალაიშვილი 8 წიგნის ავტორია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი