ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

22 მარტი 2024, 10:55 496 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ადმირალ რობ ბაუერის განცხადებით,  მოკავშირეებმა უკრაინას დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტები დროულად უნდა მიაწოდონ.

შეხვედრის დროს მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საკოორდინაციო როლის გაძლიერების შესაძლებლობა განიხილეს. 

თავის მხრივ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაუერს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინელი ხალხისთვის მხარდაჭერის სერიოზული სიგნალია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი