დღის ბოლოს დაუგეგმავად შეკრებილი ბიუროს სხდომა და ერთი საკითხი. ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა საკუთარი განცხადების საფუძველზე გიორგი კირთაძემ დატოვა. ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოში კირთაძე ამ დრომდე საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ვლადიმერ მგალობლიშვილის განმარტებით, ცვლილება ითვალისწინებს, დეპუტატისთვის ხელფასის შემცირებასაც. ცნობისთვის, გიორგი კირთაძე ნაციონალური მოძრაობიდან გუნდის ორად გაყოფის შემდეგ, ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევისთანავე წავიდა და ის პოლიტიკურ პარტია „ახალში, ნიკა მელიას ფლანგთან ერთად გაერთიანდა.