ამორტიზებული და დაზიანებული საავტომობილო გზა სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში. ადგილობრივები და მძღოლები ამბობენ, რომ მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის გატანის გამო მწყობრიდან გამოვიდა საავტომობილო გზა, რომლის რეაბილიტაცია დაიწყო, მაგრამ გაურკვეველი ვადით შეჩერდა.
მოქალაქეები გზის შეკეთებას ითხოვენ და პასუხისმგებლობას იმ კომპანიას აკისრებენ, რომელიც ინერტული მასალის ტრანსპორტირებას ახდენს. საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი აჭარის საავტომობილო გზების ბალანსზეა.
უწყებაში გვითხრეს, რომ კომპანია შპს "მაინ გრუპის" ვალდებულებაა დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს პერიოდში უნდა დასრულდეს.
ჩვენი ინფორმაციით, შპს "მაინ გრუპს" მდინარე კინტრიშიდან ინერტული მასალის გატანა არ დაუსრულებია. საავტომობილო გზის აღდგენის პროცესი სავარაუდოდ სამუშაოების დასრულების შემდგ უნდა დაიწყოს.